16Apr

ინტერვიუ ანდრაშ ლორინცსა (ICRP) და ანა სარქისიანთან (GACR)

April 16, 2020 Media in other languages 0

RADIO GREEN WAVE | 70 წლის წინ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციამ დაადასტურა რომ, ყოველი ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი უფლებებით რაც უნივერსალურობას უქმნის ადამიანის უფლებების დაცვის სისტემის საფუძვლებს.
დღეს საქართველოში მოღვაწეობს ორგანიზაცია „ქართული ასოციაცია კულტურული ურთიერთობებისთვის“ რომლის მიზნებზე გავესაუბრებით ორგანიზაციის წარმომადგენელს ანა სარქისიანს და ორგანიზაციის დამფუძნებელს ანდრაშ ლორინცს.


ძვირფასო სტუმრები დავიწყოთ თქვენი საქართველოში ყოფნის და ამ ინტერვიუს მიზეზით. დასრულდა თქვენი პროექტი თბილისში, თუ შეგიძლიათ უფრო დეტალურად მოგვიყევით ამის შესახებ.

მადლობა შეკითხვისთვის. „ქართული ასოციაცია კულტურული ურთიერთობებისთვის არის ის არასამთავრობო ორგანიზაცია რომელმაც უმასპინძლა ხსენებულ პროექტს. ეს არის ვიშეგრადის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი რაც იმას გულისხმობგს, რომ ამ პროექტში თანამშრომლობდა ვიშეგრადის წევრი 4 ქვეყანა-სლოვაკეთი, პოლონეთი უნგრეთი და ჩეხეთი, ხოლო საქართველო იყო მასპინძელი ანუ პროექტის პარტნიორი ქვეყანა.
როგორც უკვე ახსენეთ პროექტი ეხებოდა ადამიანის უფლებებს, რაც იმას ნიშნავს რომ ჩვენი მიზანი ამ პროექტის ფარგლებში იყო არაფორმალური განათლეის მეშვეობით ხაზი გაგვესვა ისეთ საკითხებზე როგორიც არის ადამიანის უფლებები, ინტერკულტურული სწავლება და თუ როგორ გაუმკლავდნენ ისინი დღევანდელ გლობალურ გამოწვევბს.

რა აქტივობებეი გააჩნია თქვენს ორგანიზაციას?

ჩვენი არასამთვრობო ორგანიზაცია ძირითადად მუშაობს ახალგაზრდების იმართულებით, რაც იმას ნიშნავს რომ ჩვენი ძირითადი მიზანი არის განათლების გავრცელება. ასევე ორგანიზაციას გააჩნია სტაჟირების პროგრამა, ანუ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს და არა მარტო საქართველოს არამედ ყველა ადამიანს ვისაც გააჩნია სურვილი საქართველოში გაიაროს სტაჟირება შეუძლია მომართოს ჩვენ ორგანიზაციას.

ძირითადად ვინ არიან თქვენი ორგანიზაციის პარტნიორები როგორც საქართველოში ასევე საერთაშორისო დონეზე?

ჩვენი პროექტების ფარგელბში საქართველოში უკვე გვითანამშრომლია რუსთავის მერიასთან რომელიც მხარს გვიჭერს ჩვენ პროექტებში, ასევე როტარი კლუბთან და ადგილობრივ მედიასთან.
გარდა ამისა ჩვენი ორგანიზაცია თანამშრომლობს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან სადაც ჩვენი ძირითადი როლი არის როგორც პარტნიორი ქვეყანა, თუმცა მინდა ხაზი გავუსვა იმას რომ ჩვენი ძირითადი პარტნიორი არის უნგრული არასამთავრობო ორგანიზაცია „Institute for Cultural Relations Policy”, ჩვენ ვართ ბედნიერები რადგან ვართ მისი და ორგანიზაცია. ჩვენ ვიზიარებთ ერთსა და იმავე მიზნებს და ჩვენ ვართ მუდმივად გამოცდილების გაცვლის პროცესში.

თუ შეიძლება ბატონო ანდრაშ მოგვიყევით თქვენი ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ უფრო ვრცლად.

ჩვენი ორგანიზაცია „ინსტიტუტი კულტურული ურთირთობების პოლიტიკისთვის“ დაარსდა 2012 წელს ბუდაპეშტში, უნგრეთში.
ორგანიზაცია მიზნად ისახავს კულტურული ურთიერთობების გაძლიერებას, სამეცნიერო განათლებისა და საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების საჯარო დისკურსის საშუალებით. ჩვენ ვახორციელებეთ აქტივობებს საგანმანათლებლო პროგრამების საშუალებით, როგორიცაა კონფერენციები, მასშტაბური ღონისძიებები კულტურულ და საერთაშორისო ურთიერთობებზე, ეკონომიკასა და სხვა საზოგადოებრივ თემებზე აქცენტირებით.
ჩვენ ასევე ვატარებთ მცირე მასშტაბის ღონისძიებებს, მაგალითად, მრგვალი მაგიდის დისკუსიები და დებატები სხვადასხვა თემებსა და საკითხებზე, რაც შეიძლება საინტერესო იყოს ახალგაზრდებისთვის.
გვაქვს მრავალი პუბლიკაცია, გვაქვს ყოველთვიური ჟურნალი, რომელიც აჯამებს საერთაშორისო, ეკონომიკურ კულტურულ და პოლიტიკურ საკითხებს. ასევე გვაქვს კვარტალური ჟურნალი, სადაც ვაქვეყნებთ სამეცნიერო და აკადემიურ ნაშრომებს.
გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ადამიანის უფლებებების თემაზე ნაშრომების გამომცემლობა, სადაც ჩვენ ვცდილობთ ყურადღება გავამახვილოთ საერთაშორისო ღონისძიებებზე, რომლებიც გარკვეულწილად დაკავშირებულია ადამიანის უფლებებთან.
ასევე გვაქვს ბლოგი, სადაც ძირითადად ახალგაზრდებს საშუალებას ვაძლევთ, გამოხატონ თავიანთი აზრი ჩვენ კი ვაქვეყნებთ მათ მოსაზრებას.
აქტივობებისა  და პუბლიკაციების გარდა, ჩვენ ასევე  მრავალ საერთაშორისო პროექტში ვართ ჩართული, ძირითადად საგანმანათლებლო პროექტებში, მათ შორის მასშტაბურ ღონისძიებებში რომელთა უმეტესობა ძირითადად ერასმუს + პროგრამების ფარგლებში ტარდება ან საერთაშორისო ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით.
გარდა ამ პროექტებისა, ჩვენ ასევე ვატარებთ პროგრამებს, რომლებიც ინიცირებულია ჩვენს, ან ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ. ამჟამად გვაქვს წარმომადგენლობა 7 ქვეყანაში, ანუ ახლა ჩვენ წარმოდგენილი ვართ 3 კონტინენტზე.

რატომ გადაწყვიტეთ საქართველოში გემუშავათ და აქ დაგეფუძნათ ორგანიზაცია?

ჩვენ ახლა მრავალი ორგანიზაცია გვაქვს მთელს მსოფლიოში და ჩვენ გვსურს გავავრცელოთ ჩვენი ხედვა და ჩვენი მისია ამ ორგანიზაციების მეშვეობით რომლებიც ჩვენს მიერ და ჩვენი დახმარებით იქნა დაარსებული, ისინი ძირითად აქცენტს აკეთებენ ისეთ აქტივობებზე რომლბიც ახლოსაა ჩვენ საქმიანობასთან. საქართველო არის უნიკალური ქვეყანა, უნიკალური საზოგადოებით და ვფიქრობ, ჩვენი საქმიანობა არის ის, რაც სარგებელს მოუტანს საქართველოს საზოგადოებას.

ანდრაშ ვინ არის თქვენი მთავარი სამიზნე ჯგუფი?

ჩვენ გვყავს ძირითადი სამიზნე ჯგუფი, ყველა ადამიანი რომელიც დაინტერესებულია იმ საქმიანობით რომელსაც ჩვენ საერთაშორისო  ურთიერთობების მიმართულებით ვახორციელებთ. თუმცა ჩვენ გვყავს კონკრეტული სამიზნე ჯგუფი, ახალგაზრდების სახით. მაგალითად, ისინი ჩართულები არიან მცირე მასშტაბის პროექტების ორგანიზებაში და მათ საშუალება აქვთ შეისწავლონ როგორ წერონ სტატიები, ბლოგი ან სამეცნიერო კვლევითი ნაშრომები.
ჩვენი აქტივობების საშუალებით, შეგვიძლია ახალგაზრდების ჩართვა ჩვენს საგანმანათლებლო პროექტებში, რადგან ძირითადად გვაქვს პროექტები, რომლებიც დაფინანსებულია ევროპული კომისიის ან საერთაშორისო ვიშეგრადის ფონდის მიერ და პროექტებს ჰყავთ თავიანთი სამიზნე აუდიტორია. ასე რომ, ძირითადად, ჩვენ გვაქვს მრავალფეროვანი პროექტები, რომელთა შეთავაზება შესაძლებელია ახალგაზრდებისთვის, ძირითადად 18-35 წლამდე ასაკობრივი ჯგუფისთვის. მიუხედავად ამისა, ჩვენი პროექტები და ჩვენი პროგრამები ასევე ღიაა მათთვის, ვინც დაინტერესებულია საერთაშორისო და კულტურული ურთიერთობებით.

რა სახის შესაძლებლობებს უქმნით მათ?

ჩვენ გვაქს ვრცელი საერთაშორისო სტაჟირების პროგრამა, რომლის ფარგლებში გვყავს სტაჟორები მთელი მსოფლიოდან, როგორც აშშ-დან, რუსეთიდან ასევე ინდონეზიიდან, მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან. სტაჟორები 2-6 თვემდე ატარებენ უნგრეთში ან ჩვენ პარტნიორ ქვეყანაში, ხოლო სტაჟირების პერიოდში მათ შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ ორგანიზაციის ცხოვრებაში იმ ღონისძიებების საშუალებით, რომლებსაც ჩვენ ორგანიზებას ვუწევთ და იმ პუბლიკაციების საშუალებით, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ.

ძალიან საინტერესოა, რატომ შეარჩიეთ ეს დარგი?

ეს ჩემი განათლებიდან გამომდინარეობს, მე ვარ პოლიტოლოგი და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი.  მაგრამ ამავე დროს მე მჯერა იმ საქმიანობის რასაც ვაკეთებთ, ჩვენ გვაქვს უნიკალური მიდგომა საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით რომელიც კულტურული ურთიერთობებია. დღესდღეობით ქვეყნის საზღვრები და კულტურები ნამდვილად არ კვეთს ერთმანეთს, ამიტომ მიგვაჩნია, რომ არსებობს მრავალი პოლიტიკა, რომელიც უკვე ბევრი ქვეყნის მიერ არის წამოწყებული, რომლებიც ამას ისახავს მიზნად. მიგვაჩნია, რომ ამგვარი პოლიტიკა და ამგვარი მოქმედებები იქნება XXI საუკუნეში საერთაშორისო ურთიერთობების ძრავი.

მადლობა ანდრაშ, ანა რატომ შეარჩიე ეს დარგი და რა არის თქვენი პიროვნული ინტერესი?

მეც აგრეთვე ავღნიშნავ ჩემს განათლებას რადგან ასევე ვსწავლობდი საერთაშორისო ურთიერთობებს, ხოლო შემდეგ ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიას.
ხოლო მეორეს მხრივ ხაზს გავუსვამ იმ ფაქტს, რომ დავიბადე ქვეყანაში რომელიც საკმაოდ მრავალკულტურულია და რადგან ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს კულტურულ ურთიერთობზე, ვფიქრობ შემიძლია ჩემი წვლილი შევიტანო ორგანიზაციის საქმიანობაში და რათქმაუნდა ეს არის ჩემი ინტერესის ძირითადი სფერო.

მადლობა, მოგვიყევით თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ?

უახლოვეს მომავალში არსებული გეგმები უნდა შევასრულოთ, პირველ რიგში ჩვენ უკვე დავაფუძნეთ ბევრი ორგანიზაცია მთელს მსოფლიოში, გვსურს რომ მეტად განვავრცოთ ჩვენი საქმიანობა, მეტი ორგანიზაცია დავაფუძნოთ და ჩავრთოთ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩვენს საქმიანობაში ამ ორგანიზაციების მეშვეობით. შემდეგ ნაბიჯად გვსურს ქოლგა ორგანიზაციის შექმნა რომელიც კორდინირებას გაუწევს ან შეიმუშავებს სტრატეგიას ორგანიზაციების თანამშრომოლობისთვის.
ჩვენ ასევე გვსურს განვავრცოთ ჩვენი საქმიანობა სხვა ორგანიზაციებთან, უნგრეთში უკვე ვთანამშრომლობთ ერთ-ერთ უნივერსიტეტთან გვსურს მსგავსი თანამშრომლობის შესაძლებლობა გვქონდეს სხვა ქვეყნებშიც რომლებიც ჩართულები არიან ჩვენ საქმიაობაში.
საქართველოში ჩვენ თანამშრომლობა დავიწყეთ ერთ-ერთ უნივერსიტეტთან, ჩვენ თანამშრომლობა გვაქვს მალიში, უკრაინაში, თურქეთში და ფინეთში და ა.შ.
როგორც გრძელ ვადიანი მიზანი გვსურს გავაძლიეროთ თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებსა და სხვა ინსტიტუციებთან, რადგან ჩვენ გვჯერა, რომ კულტურული ურთიერთობები არის საერთაშორისო ურთიერთობების საუკეთესო და ყველაზე მშვიდობიანი ინსტრუმენტი.

დიდი მადლობა ასეთი საინტერესო ინტერვიუსთვის.

Leave reply

Your email address will not be published. Required fields are marked *